პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი – თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ქონია სააკაშვილს, ეს სერიოზული არ არის – გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე!

სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და როცა თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე რაღაც უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს აღარც უხერხულია, აღარც სასაცილო და მით უფრო, სერიოზული არ არის – გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე! – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის განცხადებით, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი პრეზიდენტის ფრენებთან დაკავშირებული ხარჯები 11 წლის თავზე გაახსენდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვთ არა მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ პოლიტიკური ინტერესი.

„აქამდე ეძინათ და არ იცოდნენ, რომ 14 მილიონი იყო გაფლანგული?! ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო რესურსს „საგულაოდ“ იყენებდა და ქალებს და არა მხოლოდ ქალებს საკუთარი სიამოვნებისთვის დაატარებდა, ყველამ ვიცით. სააკაშვილი ფადი შაჰივით რომ იქცეოდა, იმიტომაც ვაკრიტიკებდი და ამიტომაც გულს მირევდა სახელმწიფოს რესურსების მიმართ მისი დამოკიდებულება. არანაკლებად გულისამრევია ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა – თან ნაცარს გვაყრის და გვეუბნება, რომ პენსიონერებს მუთაქაში 34 ათასი ევრო აქვთ გადაკეცილი ისე, ვითომც არაფერი – რა თქმა უნდა, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა.

ვართ ხალხი, რომელსაც არც სააკაშვილის ფადი შაჰობა მოგვწონდა და არც ირაკლი ღარიბაშვილის დაუფარავი მექრთამეობა მოგვწონს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

 

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია