პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი – არ გამოვა ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს საკითხი თქვენთვის

არ გამოვა ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს საკითხი თქვენთვის, – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის აზრით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების თავზარდამცემმა ამბავმა „ქართული ოცნება“ იმ კალაპოტიდანაც კი ამოაგდო, რომელშიც აქამდე თავს ხელოვნურად იმაგრებდა.

„მსგავს ამბებზე აქამდე იმას მაინც ამბობდით, რომ გამოძიება დაიწყება და გამოძიებას დაელოდეთო, ახლა გამოძიება დაიწყებაო, ამასაც კი არ ამბობთ, პირდაპირ, უაპელაციოდ „კაგებეს“ აგენტს იცავთ. აგენტები აგენტებს იცავენ, ასეთია ზოგადად დაუწერელი კანონი და ამ კუთხით ერთგულება დაგიფასდებათ გგონიათ, მაგრამ თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ, იმიტომ, რომ არ გეგონოთ, რომ ამ ქვეყნის ნაძარცვი ფულით შეძლებთ, რომ დატოვოთ ეს ქვეყანა და მერე მშვიდად იცხოვროთ ევროპაში ან ამერიკაში – არ გამოვა ეს! ამის იმედად ნუ იქნებით! ისე, ძალიან მაინტერესებს უსაფრთხოების სამსახურის დაბარებას თუ აპირებს კომიტეტი, რომელსაც ამის უფლებამოსილება აქვს? მახსოვს ძალიან კარგად, ამ მოწვევის პარლამენტმა სუს-ს გაუზარდა უფლებამოსილებები თვალთვალის, მოსმენისა და მიყურადების ნაწილში და მაშინ არგუმენტი იყო, რომ მძიმე დანაშაულებსა და ქვეყნის ინტერესების დანგრევას ვერ ებრძვისო სუს-ი და მეტი უფლებამოსილებები სჭირდებაო. თქვენ მიეცით ამ კანონს ხმა! ამისთვის მიეცით, რომ ეძინოს უსაფრთხოების სამსახურს? აქ უნდა იდგეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ან გადადგომის განცხადებას გვაბარებდეს ან ხსნიდეს რაშია საქმე, სძინავთ თუ თანამონაწილეობენ „კაგებესთან“ ერთად საქართველოში გავლენების მოხდენაში. მაგრამ, როგორც ჩანს, არ გაქვთ გამბედაობა, რომ ეს ამბავი მოიკითხოთ და არც გსურთ, იმიტომ, რომ საკუთარ კუდს ხომ არ დასჯით, საკუთარ თავებს ხომ არ დასჯით. ეს სქემა მაინც გაიშიფრება, არ გქონდეთ მოლოდინი, რომ ვინმეს თანამონაწილეობა და ვინმეს თანამზრახველობა ღალატში დაიფარება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია