პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ტერორისტული ორგანიზაციებისა და ავტოკრატი ლიდერების გვერდით მონიშნა

ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ტერორისტული ორგანიზაციებისა და ავტოკრატი ლიდერების გვერდით მონიშნა – შესაძლოა, ირაკლი კობახიძის ადგილი არის იქ, სადაც დადის, მაგრამ იქ ქართველი ხალხის ადგილი ნამდვილად არ არის! საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ ამდენი ბრძოლით მოპოვებული ევროპული პერსპექტივა ქარს გავატანოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის გაერთიანება ღირებულებებს ეფუძნება და ავტოკრატი ლიდერების ადგილი, ვინც ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს და ემტერება მას, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ არის.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უმძიმეს დარტყმას აყენებს. ფინანსური მხარდაჭერა, რასაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ, გაჩერებულია “ქართული ოცნების” ავტოკრატიული, ძალადობრივი, რუსული პოლიტიკის გამო. როგორც დაანონსებულია, კიდევ უფრო მეტი პროექტი გაჩერდება.

კარგია ის, რომ ამ პროექტების გაგრძელება და ყველა სიკეთის დაბრუნება, რასაც ქვეყანა იღებდა, ახლა სწორედ საქართველოს მოქალაქეების ხელშია.

დღეს საქართველო იმ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვისხდეთ და ნაბიჯებს ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებისკენ ვდგამდეთ. ამის ნაცვლად „ქართული ოცნება” დადის ირანში, მეგობრობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ავტოკრატ ლიდერებთან და საქართველოს ამზადებს იმისთვის, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია