პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი – ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან

„ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის, – განაცხადა “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის შემდეგ.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი არის ერთ – ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და ის მოითხოვს კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, ის შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, “ქართულმა ოცნებამ” არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი დაცული იყოს სასამართლო სისტემაში. ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, ეს არის ფარული გარიგება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან. ვინაიდან კენჭისყრა იყო ფარული, შუა კენჭისყრის დროს გაცხადდა რა, რომ ეს იყო ფარული გარიგება და მოსყიდვა, 12 რეკომენდაციის სულისკვეთების ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ვტოვებდით დარბაზს, რათა გაცხადებულიყო, ვინ გაიყიდა ოპოზიციიდან და მათ შეწყვიტეს კენჭისყრა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარულად ჩატარდა. მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, კენჭისყრა შეჩერდა.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია