პოლიტიკა

ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა.

დეპუტატს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ენდოკრინოლოგის, ლალი ჯავაშვილის განცხადებით, ანა წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

ანა წითლიძის განცხადებით, მას ჰქონდა საშუალება, ამ დღეების განმავლობაში შეხვედროდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს და პრეზიდენტს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ექიმებს, რომ არა ისინი, დღეს ვერ შევძლებდი აქ ჯდომას და საუბარს. ძალიან დიდი მადლობა პარლამენტის აპარატს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იყო ჩემს გვერდით და ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს. არ მქონდა პირველივე დღიდან იმის იმედი, რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი სიძულვილსა და ბოღმაზე, იმ სიძულვილის მორევში, რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. არის ზღვარი, სადაც ეს სიძულვილი უნდა გაჩერდეს. ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს მელაპარაკა მასთან და მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდი და არა პირიქით, რადგან სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ.

ვითვალისწინებ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩემი მეგობრების მხრიდან ვნახე ძალიან დიდი საშიშროება, გაზრდილიყო მოშიმშილეების წრე. არ მქონდა უფლება ჩემი მეგობრების ჯანმრთელობა დამეყენებინა საფრთხის ქვეშ. ვითვალისწინებ ექიმების რეკომენდაციას და ვწყვეტ შიმშილობას. დარწმუნებული ვარ, არ დამჭირდება დიდი დრო რეაბილიტაციისთვის და ვიქნები ყველგან ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც დასჭირდება ჩემი ქვეყნის მომავალს. ვეტყვი მიშას, აუცილებლად უნდა იცოცხლო, მიშა. უნდა იცოცხლო არამხოლოდ იმ 600 ადამიანის გამო, არამედ იმ ადამიანების გამო, ვისაც ხელისუფლება კვებავს სისხლით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება“, – განაცხადა წითლიძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია