პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი – ახლა დაეწყობიან და დაიწყებენ არახამიას ლანძღვა-გინებას

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლაზე ბრალდებას სახელმწიფოს თანამდებობის პირებმა საქმიანად და ფაქტებზე დაყრდნობით უნდა უპასუხონ .

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „ლელომ“ ინტერპელაციის წესით როდესაც დაიბარა საქართველოს პრემიერი, მისგან პასუხი ვერ მიიღო.

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნული კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს.

„ სახელმწიფოს თანამდებობის პირებმა უნდა უპასუხონ საქმიანად და ფაქტებზე დაყრდნობით. უნდა დადონ სისტემა, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ 24 თებერვლის შემდეგ, რათა ქვეყანა დაცული ყოფილოყო რუსეთის მხრიდან მსგავსი შემოტევებისგან. თუ ასეთი სისტემა დაიდება, ყველა გაჩუმდება. ამ მძიმე ბრალდებას პასუხი სჭირდება.”

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია