პოლიტიკა

ასე განაგრძოს, ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს – კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის პერფორმანსებზე

თბილისის მერის კახა კალაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის განვითარება იმგვარად უნდა განაგრძოს, რა მეთოდიც ახლა აქვს არჩეული. ასე შეაფასა მან საწვავის ფასებზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილ პერფორმანსი ჟურნალისტებთან.

„ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული. თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, დედაქალაქის მერის თქმით, რთულია, მსოფლიოში წლების წინ არსებული ვითარება დღევანდელს შეადარო.

„როგორ შეიძლება, 2012 წელს შევადაროთ დღევანდელი მოცემულობა? მთელი მსოფლიო შეიცვალა, ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, როგორი რყევებია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ამიტომ, რთულია, 11 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობას შეადარო, რა იყო 2012 წელს ან მანამდე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე ნახეთ

თინა ბოკუჩავა – ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია