პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 13 ქვეყანას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„პირველ „სამიტზე დემოკრატიის“ ჩვენს ვალდებულებაზე დაყრდნობით, ვიწყებთ ინიციატივას #WithoutJustCause პოლიტპატიმრების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს მთელს მსოფლიოში, გაათავისუფლონ ისინი, ვინც დაპატიმრებულია მათი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულ „პოლიტპატიმრების“ ჩამონათვალში მოხვდნენ რანია ალ-აბასი (სირია), ეკპარ ასათი (ჩინეთი), ემირლენდრის ბენიტესი (ვენესუელა), მაიკელ „ოსორბო“ კასტილიო (კუბა), მოჰამედ ელ-ბაქერი (ეგვიპტე), ხოსე დანიელ ფერერი (კუბა), გო შერაბ გიატსო (ჩინეთი), მარია კალესნიკავა (ბელარუსი), ვლადიმირ კარა-მურზა (რუსეთი), კიმ კუკ-გი (ჩრდილოეთ კორეა), იჰარ ლოსიკი (ბელარუსი), ელჩინ მამადი (აზერბაიჯანი), მანსურ მინგელოვი (თურქმენეთი), ნარგეს მოჰამადი (ირანი), ფამ დოან ტრანგი (ვიეტნამი) და ბუზურგმეჰრ იოროვი (ტაჯიკეთი).

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია