პოლიტიკა

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო სუბიექტებთან კონსულტაციებს მართავს

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო სუბიექტებთან კონსულტაციებს მართავს.

პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობენ “ლელოს”, “რეფორმების ჯგუფის”, “ნაციონალური მოძრაობის” “მოქალაქეების”, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატები, უმრავლესობიდან – მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე კი, პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან – საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უნდა გამართოს.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია