პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე – ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა, ამ კონფიგურაციაში პარტია განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის

დღესაც მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა, პირდაპირ მინდა, გითხრათ, პარტია ამ კონფიგურაციაში განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ბაჩო დოლიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნიკალური შანსი აქვს და უნიკალური პლატფორმაა მმართველი გუნდის ცვლილებებისთვის.

„განსაკუთრებული და გასაკვირი პრინციპში არც არაფერი მომხდარა, რაზედაც ვსაუბრობდი, ის დადასტურდა. არა მხოლოდ ახლა, არამედ არჩევნების პერიოდში. მე ვთქვი, ვინ მართავს პროცესებს, ვინ იყო ერთ-ერთი აქტიური პირი. შესაბამისად, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ უფრო მეტად იქნება გამოჩენილი ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ასპარეზზე, რისი უფლებაც, რა თქმა უნდა, აქვს. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, რომ კარგი იქნებოდა, თავიდანვე ღიად ყოფილიყო პოზიციონირება. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მისცემს ჩვენს ამომრჩეველს შესაძლებლობას, უფრო მეტად იფიქროს ამ საკითხებზე, პარტიისთვის რა უფრო იქნება რაციონალური, როგორი წინა ხაზი და ნაბიჯებია საჭირო; ზოგადად, რა შედეგზე გვაქვს ორიენტაცია აღებული. ჩვენ თუ გვინდა ამ რეჟიმის დამარცხება, სწორ კონფიგურაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობა“ უნდა ასხივებდეს გამაერთიანებლის პოტენციალს. გამაერთიანებლობა არის ამ ჭაობის გარღვევის გასაღები. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც დღევანდელი მოცემულობით, მაშინ, როდესაც პარტიის ნახევარი აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას, ამ ყველაფერს სჭირდება უფრო მეტი მუშაობა პარტიის შიგნით ჩვენს ამომრჩეველთან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ისეთ პარტიას, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულ შედეგსა და ცვლილებებზე და არა ჩანაცვლებაზე, მუდმივად ოპოზიციაში ყოფნაზე.

მე პოზიციებს არ ვიცვლი. დღესაც მიმაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემაა. პირდაპირ მინდა, გითხრათ: პარტია ამ კონფიგურაციაში განწირულია მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვის, რაც მე არ მინდა, რადგან ამ პარტიას უნიკალური შანსი აქვს, უნიკალური პლატფორმაა მმართველი გუნდის ცვლილებებისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება გამოყენება, მეტი მუშაობა. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს როგორც პოლიტიკაში, ასევე საჯარო სივრცეში, თუმცაღა მეც მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი პოზიცია ამა თუ იმ პროცესებთან მიმართებით.

წარმოუდგენელია თანამშრომლობა. აქ საუბარი არ არის თანამშრომლობაზე. აქ საუბარი არის იმაზე, ჩვენ თუ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ვხედავთ, თუნდაც ახალი მენჯმენტის მხრიდან კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს, სადაც შედეგის მიღწევა შესაძლებელია, ჩვენ მანდ ვიქნებით. მაგრამ ის, რომ მე პოზიცია შევიცვალო, წარმოუდგენელი ამბავია, რადგან მე ანგარიშვალდებული ვარ პარტიის წინაშე. ამომრჩეველთა ნახევარმა დაიჭირა პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით. ასე რომ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ როგორც 52 პროცენტის მოსაზრებას, ამავე დროს მთელმა პარტიამ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია