პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე – “ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა

“ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართული ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად, – აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდება და ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა.

“ჩვენ გაცილებით დიდ ამოცანებს ვისახავთ წინ, ვიდრე ეს 5%-იანი ბარიერია. „ქართული ოცნება“ აჩვენებს თავის სახეს იმიტომ, რომ ის დაპირება, რომელიც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ცხადია, ეს პირველად არ არის, როდესაც ის დაპირებას არღვევს, სიტყვას სტეხს, ეს არის მათი სტილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, არაფერი გვეცვლება სამოქმედო გეგმებში, ჩვენი ამოცანა არის, რომ დამაჯერებლად დამარცხებული იქნას „ქართული ოცნება“, 5%-იანი ბარიერის პირობებშიც, რის შედეგადაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა და რის შედეგადაც ქვეყანა უკვე დაიწყებს რეალურად ინტეგრირებას ევროკავშირში. ამიტომ ეს რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მათი სტილი და სახე – სიტყვის გატეხა, პირობის გატეხვა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ეს აბსოლუტურად ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, დამარცხდება დამაჯერებლად და ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას, დაიბრუნებს თავის სახელმწიფოს.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ კეთილი ნების იმედი არავის უნდა ჰქონდეს, ამიტომ აუცილებელია ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობა საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენ ვხედავთ, რომ სრული მზადყოფნა არის ევროკავშირის მხრიდან, ასევე, შეერთებული შტატების მხრიდან, იმისათვის, რომ დაიწყოს დაკვირვება პროცესის, უკვე ახლა და ეს არ იყოს მხოლოდ არჩევნების დღეს. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აყალბებს არჩევნებს, არჩევნების დღემდე, როდესაც ის ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე, ხდება ხმების მოსყიდვა, მისი კოორდინატორების ინსტიტუტი არის მობილიზებული იმისათვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, რომ მათი ხმები კონტროლდება თითქოს, ეს არის მთელი ინსტრუმენტები, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ის გამოიყენებს, თუ ამაში ხელი არ შევუშალეთ. ამიტომ ჩვენ შეთანხმებული ვართ საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან, შეთანხმებული ვართ ჩვენს მეგობრებთან, რომ აუცილებელია, უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა ჩვენ ქვეყანაში, ყველა დარღვევის საჯაროდ გამოტანა, მხილება „ქართული ოცნების“, ყველა შემთხვევაში, როდესაც ისინი თავიანთი ჩვეული სტილით შეეცდებიან, რომ წინასწარ განსაზღვრონ და გააყალბონ არჩევნები, ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს იგივე დარღვევებით ჩაატაროს არჩევნები, როგორც გასული არჩევნები იყო. შესაბამისად, ახლა ჩვენ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ მისი ხმა იქნება გადამწყვეტი და მისი ხმა დაცული იქნება. ჩვენი მეგობრები იქნებიან ქართველ ხალხთან ერთად არ მისცემენ საშუალებას „ქართულ ოცნებას“, რომ გააყალბოს არჩევნები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა

საქართველოს პრეზიდენტი მიმატმრთავს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა. ”მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია