პოლიტიკა

ბექა დავითულიანი – მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, თან ხვდება, არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა, ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს

მიხეილ სააკაშვილი არცერთ თანაგუნდელს არ ენდობა, თან ხვდება, არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა, ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს, ასე გააგრძელონ, კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ბუნების კანონია, რომ აგრესია და ნეგატიური ქმედება თვითდესტრუქციას იწვევს. 12 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნით ისეა გამწარებული, რომ მისი ყოველი ნაბიჯი თვითდესტრუქციაა. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ მარტივ მამრავლებლად დაიშალნენ და ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ასევე გამოიხატება იმაშიც, რომ მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და ამბობს, რომ არავის ენდობა და პარტიის მოქმედი წევრები უნდა გაიწიონ და გზა დაუთმონ უცნობ სახეებს. მეორე დღეს კი თავისივე ნათქვამი უარყო და თქვა, რომ ნიკა მელიასი სწამს. არც ამ პარტიის ბელადმა და არც პარტიამ არ იციან, გამოსავალი რა არის. ეს ადამიანი არცერთ თავის თანაგუნდელს არ ენდობა და თან ხვდება, რომ არავის გაახსენდება, თუ ისინი გაანაწყენა. ამიტომ ხან ერთს ამბობს, ხან – მეორეს. ასე გააგრძელონ, კარგია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია