პოლიტიკა

ბექა ლილიუაშვილი – არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვაპირებთ და ისე საკითხების მიხედვით ვითანამშრომლებთ ყველასთან

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი ბექა ლილუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და გამაცხადა, რომ არავის მიხმარება მათ არ სჭირდებათ.

“ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ვიხილეთ “ნაციონალური მოძრაობის” ძალისხმევა მიხმარების “ქართული ოცნებისთვის” და დავინახეთ მისმა ფრაქციის წევრებმა როგორ დაანიშვნინა მისთვის სასურველი კანდიდატი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კარგად ვიცით, როგორ ეხმარება “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას”, როცა მისგან ქმნის მტრის ხატს და წლებია იმარჯვებს არჩევნებზე. კარგად ვიცით კალაძის და კობახიძის განცხადებები, როგორი საჩუქარია მათთვის ხაბეიშვილი და კეზერაშვილი. ჩვენ არავის მიხმარება არ გვჭირდება. ვისაც ამის სურვილი აქვს და თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია. არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვაპირებთ და ისე საკითხების მიხედვით ვითანამშრომლებთ ყველასთან,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტქალაქში,” „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია