პოლიტიკა

ბექა ოდიშარია – აშშ-ში, ერთ ქალაქში, 60 000-მდე ქართველია, საიდანაც დარეგისტრირდა მხოლოდ 721 და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 174-მა

სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ჩამჯდარია მავნებლური ოპოზიციის ნარატივში, პრაქტიკულად, მაშველი რგოლის როლშია და ისე არ მოხდეს, რომ მათთან ერთად წავიდეს პოლიტიკურ ფსკერზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტს უპასუხა.

მისივე თქმით, პრობლემა არა საარჩევნო უბნების რაოდენობაში, არამედ იმაშია, რომ ემიგრანტების ერთ ნაწილს გაუთვითცნობიერებელი შიში აქვს იმისა, რომ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგეს, ხოლო მეორე ნაწილს ინტერესი არ გააჩნია.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და ქალაქში საარჩევნო უბნების გახსნა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

“რა თქმა უნდა, არ ირიდებს არაფერს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა ტრიბუნიდან მან [მინისტრმა] არა ერთხელ გასცა პასუხი როგორც მავნებლურ ოპოზიციას, ისე პრეზიდენტის ამ მოწოდებებს. ეს არის დემაგოგია, ან უცოდინარობა, ანდა ჯდომა იმ მავნებლურ ნარატივში, რომელიც უკანასკნელ ხანს არის ყველაზე “პოპულარული” ამ ჩვენი მავნებელი მე-5 კოლონიისთვის. არავინ ხელს არ უშლის დიასპორას და ჩვენს ემიგრაციას, რომ ჩაერთონ არჩევნებში. პირიქით, ჩვენი დიპლომატები, ელჩები, კონსულები პროაქტიულად მუშაობენ მათთან. ჩვენ ვხსნით საარჩევნო უბნებს და პრობლემა საარჩევნო უბნების რაოდენობაში კი არ გახლავთ, არამედ პრობლემა იმაშია, რომ ერთ ნაწილს აქვს გაუთვითცნობიერებელი შიში იმისა, რომ დადგეს საკონსულო რეგისტრაციაზე, რის გარეშეც წარმოუდგენელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხოლო მეორე ნაწილს ინტერესი არ აქვს. ამაზე მეტყველებს ციფრები. მხოლოდ აშშ-ში, ერთ ქალაქში, 60 000-მდე ქართველია, საიდანაც დარეგისტრირდა მხოლოდ 721 და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 174-მა. აქ საუბარი იმაზეა, რომ უბანი აკლია? უბანი კი არ აკლია, ხალხს აკლია მოტივაცია. რატომ? ამაზე ერთად ვიმსჯელოთ, კი ბატონო, ერთად გავწიოთ აგიტაცია, პროპაგანდა. დაგვეხმარონ არა იმაში, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და თვალში ნაცარი შეაყარონ. როგორ უნდა გახსნას საქართველოს ბიუჯეტის მქონე სახელმწიფომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ქალაქში საარჩევნო უბანი, რომლის გახსნაც არის დაკავშირებული მინიმუმ ნახევარ მილიონ ევროსთან. ეს მხოლოდ გახსნა და შემდეგ მისი ოპერირება არის წარმოუდგენელ ხარჯებთან დაკავშირებული. მთელი ბიუჯეტი რომ მივმართოთ, ჩვენ ვერ მოვახერხებთ. ეს არის დემაგოგია. თუ მათ უნდათ, რომ დაეხმარონ ემიგრაციას და დიასპორას, რომ იყვნენ ჩართულები, მათ უნდა მოუწოდონ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, რომ დადგნენ საკონსულო აღრიცხვებზე და იქ სადაც არის უბნები, მიიღონ მონაწილეობა,” – განაცხადა ოდიშარიამ.

ამასთან, როგორც ოდიშარია განმარტავს, ოპოზიციამ იცის, რომ ოქტომბერში კატასტროფულ მარცხს განიცდის და სწორედ ამიტომ, “უნდა, რომ ემიგრაციის ხელით რამენაირად საკუთარი მომავალი მარცხის დელეგიტიმაცია მოახდინოს”.

“სურთ როგორც წყალწაღებული ეკიდება ხავსს, რამენაირად ჩამოეკიდონ ემიგრაციას და ხმები მიიღონ,” – აღნიშნა მან.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია