პოლიტიკა

ბორის ჯონსონი „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს ოფიციალური პირების თანხლების გარეშე შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ ის რუს ოლიგარქსა და „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს, თანაშემწეების გარეშე რამდენჯერმე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, პრემიერს ეს შეკითხვა პარლამენტში დაუსვეს, სადაც ის გუშინ კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდა.

„მე მას სულ რამდენიმეჯერ შევხვდი“, – განაცხადა ჯონსონმა. კანონმდებლების კითხვაზე, შეხვდა თუ არა იტალიაში მაშინ, როდესაც 2018 წელს ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ჯონსონმა შეხვედრის ფაქტი დაადასტურა და ასევე აღნიშნა, რომ ლებედევს, ლონდონის მერობის პერიოდშიც შეხვდა.

ასევე, როგორც „ბიბისი“ წერს, სწორედ ბორის ჯონსონის ლობირებით ალექსანდრ ლებედევის ვაჟს ევგენის მიენიჭა პერის წოდება და გახდა თემთა პალატის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების სამსახური გაფრთხილებას იძლეოდა, რომ ევგენი შესაძლოა, საფრთხე ყოფილიყო ეროვნული უშიშროებისთვის. თუმცა, ეს გაფრთხილება მოგვიანებით, ჯონსონის მოთხოვნით უკან გაიწვიეს.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია