პოლიტიკა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. საუბარი, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია