პოლიტიკა

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა იმართება.

ბრიუსელში მყოფი საქართველოს დელეგაციის წარმომადგებლების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემებია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველო წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრებზე ქართული მხარე გააჟღერებს იმ გზავნილებს, თუ რა რეფორმები ხორციელდება და სამომავლოდ რა არის დაგეგმილი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
 

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია