პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთმანეთში და არჩევნების დღეს ბიულეტენზე იყოს სამი პარტია: „ნაცები“, „ქოცები“, და „გირჩი“

ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთმანეთში და არჩევნების დღეს ბიულეტენზე იყოს სამი პარტია: „ნაცები“, „ქოცები“, და „გირჩი“. ამიტომ ბატონ ვაშაძეს, როგორც პირველ მერცხალს წარმატებას ვუსურვებთ 5 ნომრად ინტეგრაციაში და სასურველი პრემიერობის კანდიდატის მოპოვებაში, – განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

როგორც ამბობს, წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ახერხებს იმ ადამიანების მიზიდვას, რომლებიც ისედაც მათ გარშემო ტრიალებენ ან „ქართული ოცნების“ მიერ არიან „შეგზავნილი“.

ხვიჩიას თქმით, “გირჩი”  არც ერთ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავს.

„ლელოსაც” ვუსურვებ ალტერნატიული ცენტრის შექმნას და რაც შეიძლება ბევრი პარტიის მიზიდვას. ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არ ექნება, მაგრამ ხალხისთვის ცხადი იქნება ის პოლიტიკური პარტიები, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს იდეოლოგიურ ღირებულებებს და ნებისმიერ ვინმეს ნებისმიერ ფასად შეერწყმებიან. ჩვენ თანამშრომლობას ნებისმიერთან განვიხილავთ და სულ ვთანამშრომლობთ ვინც გვეთანამშრომლება, მაგრამ თუ გულისხმობთ ვისთან შევიკვრებით საარჩევნოდ, ამას არ განვიხილავთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა მოგვცეს პატივი დამოუკიდებლად პარლამენტში შემოსვლის.

როცა შენი ფანტაზია ვერ ცდება „ნაცებთან“ ერთად პარლამენტში შესვლას, მგონი უნდა იფიქრო, არასწორი გზით ხომ არ მიდიხარ. ამაზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ როგორც კი წინასაარჩევნო მაგნიტი ირთვება, „ნაცმოძრაობა“ მაინც ახერხებს ხალხის მიზიდვას, როგორც ახლა ვაშაძე მიიზიდა და კიდევ სხვებს მიიზიდავს. საბოლოო ჯამში ეს ის ხალხია, ვინც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებს ან „ქართული ოცნების“ მიერ არის შეგზავნილი „ნაცმოძრაობაში“, შესაბამისად, მათ ცალ-ცალკე ანგარიშს აზრი არ აქვს, რაც უფრო სწრაფად გაერთიანდებიან, მით უფრო ნაკლებად დააბნევენ ამომრჩეველს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია