პოლიტიკა

დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მანამდე უკრაინულ Telegram-არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ. მედია წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია იმით, რომ დეპუტატები ომის დროს უცხო ქვეყნებში მოგზაურობენ.

მოგვიანებით Telegram-ზე გამოქვეყნდა იმ დეპუტატთა სია, რომელთა დიპლომატიური პასპორტებიც გაუქმდა. მათ შორის არიან დავით არახამია, ლიზა იასკო, ალექსეი გონჩარენკო და სხვები.

 

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია