პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი – პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო ქვეყნის ინტერესებზე აქტიური საუბარი და აქტიური პოზიციების დაკავება

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

„ბოლო ხანებში, პრეზიდენტი რომ პრეზიდენტობს, მგონი, ეს ყველასთვის შესამჩნევია. ეს, პირველ რიგში, იქიდან ჩანს თუ როგორ ღელავენ და დაკარგეს წონასწორობა პრეზიდენტთან ურთიერთობაში მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილის სურათის ნაცვლად, საკუთარი სურათები ჩამოკიდეს საარჩევნო კამპანიის დროს. ისინი იქამდე მივიდნენ, რომ პირდაპირ ამბობდნენ, რომ შეიძლება არ გავუშვათ უცხოეთში იმიტომ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამსო, არადა, პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო ქვეყნის ინტერესებზე აქტიური საუბარი და აქტიური პოზიციების დაკავება.

რაც შეეხება მის მოქმედებებს, ვიცით, რომ პრეზიდენტის არსენალში ბევრი მოქმედება არ არის კონსტიტუციურად, ბევრს უზღუდავენ, აგერ ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხში, ფაქტობრივად, გააშარჟეს პრეზიდენტის უფლებამოსილება. რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ეს მის დისკრეციასა და მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაშია. მე გეტყვით ჩემს პერსონალურ დაკვირვებასა და დასკვნას თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით. მგონია, რომ პრეზიდენტი შინაგანად მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ ელოდება იმ მომენტს, როდესაც ეს იქნება არამხოლოდ ჰუმანური აქტი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დიახ, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, არამედ ყველაზე უკეთ წაადგება ქვეყნის ინტერესებს, სწორედ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ გათვლაში როდის სჯობს ამ ნაბიჯის გადადგმა და როდისაა სწორი და ეფექტური, ის სწორ დროს შეარჩევს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტზე კი განაცხადა: „მგონია, რომ თუ პრეზიდენტის ბოლო ორი – სამი გამოსვლა, ბრიუსელში კომპაქტურად იქნება წარმოდგენილი, მაშინ ეს იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი – საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია