პოლიტიკა

დავითულიანი – ოპოზიციას ხელისუფლების ექსტრემალური გზით, არჩევნების გარეშე შეცვლის შანსი არ მიეცემა

ოპოზიციას ხელისუფლების ექსტრემალური გზით, არჩევნების გარეშე შეცვლის შანსი არ მიეცემა – დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ქვეყნისთვის იმუშაონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი ოპოზიციას ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

“ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას ჰყავს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, კანონიერად არჩეული ხელისუფლება იწყებს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ეს ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება. ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დააანონსა, გახსნა კარი და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაუჯერონ ევროკავშირის რეკომენდაციებს, დაასრულონ პოლარიზაცია და პროცესს შეუერთდნენ.

ვინც შეუერთდება ის ამ რეკომენდაციებს ასრულებს, ვინც არ შეუერთდება – ის ანტიევროპულად იქცევა და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს.

ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე შეიძლება იყოს გამოყენებული. ვინაიდან არჩევნებით ვერ ახერხებენ ხელისუფლების მოპოვებას, ცდილობენ რამენაირად იპოვონ მიზეზი, რაც მათ ექსტრემალურ ვითარებაში, არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოიყვანს”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე – წარმოიდგინეთ, „ახალი“ ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები

სიის ოცეულში იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია