პოლიტიკა

დღეს, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება

დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით გაიმართება.

სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას.

ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევაზე.

საქართველოს მხრიდან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები არიან: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა.

მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

​ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შედგება საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან.

საქართველოს პარლმენტი

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში; ყველას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია