პოლიტიკა

დიმიტრი მედვედევი – მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ – მე-15 წლისთავი რუსეთის მიერ “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა შეხვედრა გამართა ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევთან, ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ლიდერებთან. ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა.

„მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ – მე-15 წლისთავი რუსეთის მიერ “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მიიღო, მაგრამ რომელმაც კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყო, უზრუნველყო რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დიდი ამოცანების შესრულება,” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ რუსეთისა და ორი ე.წ. რესპუბლიკის ურთიერთობები კარგად ვითარდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა მედვედევს “აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის”, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის“ გადაუხადა მადლობა, რომელთა წყალობითა „შესაძლებელი გახადა ქართული აგრესიის შეჩერება”.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – გასაკვირი არ არის, რომ შესაძლო ტერაქტის ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი

სუს-ის ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია