პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე – კელი დეგნანთან შეკითხვებზე პასუხები სჭირდება საზოგადოებას, რათა იცოდეს, ხომ არ არის სცენარის ნაწილი საქართველოს შესაძლო დათმობა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მისი კოლეგის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი შეკითხვებთან დაკავშირებით პასუხები არ მოუსმენიათ. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

„რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა დასვა კითხვები კელი დეგნანის მისამართით. მიუხედავად ამ გასული დროისა, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი კითხვებზე, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, თუ რას ფიქრობს მთავარი პარტნიორი ქვეყნის ელჩი საქართველოში. ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან ის პრაქტიკულად, იქნება საზომი დასავლური ღირებულებების ქვეყანაში; ეს სჭირდება საზოგადოებას, რომ მათ იცოდნენ, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას და ხომ არ არის ის თამაშის მსხვერპლი, თამაშის, რომელიც შესაძლოა, გულისხმობდეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას იმ ხელისუფლებით, რომელიც იქნება მორჩილი ყველასა და ყველაფრის მიმართ, რომელიც არ გაითვალისწინებს უმაღლეს რანგში მთავარს – საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესს; ან ხომ არ არის კიდევ უარესი თამაშის ის ნაწილი, როცა დასავლეთი გარკვეულწილად, ვაჭრობს რეგიონში და სცენარის ნაწილი შესალოა, იყოს საქართველოს დათმობა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ერთიც და მეორეც მიუღებელია, ამიტომ საზოგადოებამ რომ იცოდეს, პირდაპირი და ჭეშმარიტი სიმართლე და არა თამაშში იკითხოს, რა ბედი ეწიოს მის ქვეყანას, საჭიროა კითხვებზე პასუხის გაცემა“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე ნახეთ

რატი ბრეგაძე – ოპოზიციამ გადასარევად უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება

ოპოზიციამ გადასარევად უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება – ეს არის რადიკალური …

ჩანთების ონლაინ მაღაზია