პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები

ტელეკომპანია “ფორმულამ“  Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ – 22%; „საქართველოსთვის“ – 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ – 4%; „ლეიბორისტული პარტია“ – 4%; „ლელო“ – 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) – 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ – 3%; „მოქალაქეები“ – 2%; „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%; სხვა – <1%. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია