პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს დემარშის მიზნით ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეხვდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდებიან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით.

შეხვედრა დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...