პოლიტიკა

ელენე ხოშტარია – მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა

მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა – ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატო გვაკადრებენ, „პოლიტპატიმრებისთვის შევდივართ ბრძოლაშიო“, – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც ხოშტარია წერს, ხალხის გააზრებული ბრძოლა, არც ბიძინას სიტყვებზეა და არც „ლელოზე“ არ არის დამოკიდებული.

„ბიძინა იძახდა, „იჭიჭყინებენ გადაივლისო“, კი მიიღო უწყვეტი პროტესტი და სანქციები

ახლა „ლელო“ იძახის, იხმაურებთ და გაჩუმდებითო.

მეასეხარისხოვანია „ლელო“, პირველხარისხოვანია ხალხის გააზრებული ბრძოლა, რომელიც არც ბიძინას სიტყვებზეა დამოკიდებული, არც „ლელოსი“ და მით უმეტეს არც ოხანაშვილის „თემუ“ ვერსიების.

ერთი, რაზეც გული მწყდება, უტიფრობის ამ ხარისხს რატო გვაკადრებენ, „პოლიტპატიმრებისთვის შევდივართ ბრძოლაშიო“.

მართლა, ბოლო პოსტია „ლელოზე“, მივხედოთ საქმეს, მალე მოგიბრუნდებით, ძალიან მალე“,- წერს ხოშტარია

ასევე ნახეთ

მამუკა ხაზარაძის წერილი ციხიდან – ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია