დროა, რუსეთიდან ტურიზმი ახლავე შეწყდეს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი „ტვიტერზე“ წერს.
„შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება. რუსეთიდან საჰაერო მიმოსვლა დახურულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი წერტილები). დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან ახლავე“, – წერს ესტონეთის პრემიერი.