პოლიტიკა

ეუთო/ოდირი – ვამზადებთ სამართლებრივ დასკვნას ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა

ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, – ამის შესახებ ეუთო/ოდირი წერს.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ეუთო-ს ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ კანონები ღია, ინკლუზიური და საჯარო კონსულტაციების პროცესის მეშვეობით მიიღონ. ასოციაციებთან და მათ წევრებთან საჭიროა მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანონი მათ მუშაობას პირდაპირ ეხება და იცავს მათ მთავარ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გამოხატვის თავისულფლება და გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია. ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ჩვენ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან ვითანამშრომლებთ“, – წერს ეუთო/ოდირი.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია