პოლიტიკა

ევროკავშირმა რუსეთი “დაკარგა” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Аргументы и факты-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს.

„ევროკავშირმა “დაკარგა“ რუსეთი, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ხომ ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მივიჩნევთ“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, ამ გადაწყვეტილებიზ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინისთვის საბრძოლო ინვენტარით, იარაღით და მებრძოლთა გაგზავნით დახმარების აღმოჩენა გახდა. მოსკოვმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა და აპირებს იმოქმედოს “მკაცრად, თუკი საჭირო იქნება”.

იმ შემთხვევაში კი, თუ ევროკავშირი უარს იტყვის „ანტირუსულ კურსზე“, მოსკოვი გადახედავს წინადადებებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია