პოლიტიკა

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

ინფორმაცია ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გაჟღერდა

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია