პოლიტიკა

ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართება

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება. საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში უკვე ასახულია.

 დებატების გამართვის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. მან გუშინ გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია და საჭიროა დებატები.

 ამასთან, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ. იუკნევიჩიენეს თქმით, სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და შესაბამისად, პოლიტიკური განხილვის დრო აღარ არის.

 კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა კი განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს უფლება, დაუყოვნებლივ გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ.

 ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ იმ ფოტოებს აზიარებს, სადაც ვიზუალურად ჩანს, როგორია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

 

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...