პოლიტიკა

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, რომელიც “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა.

მანამდე, იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, G7-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვის გამო არ დაესწრნენ.

ამასთან, სააგენტო წერს, რომ “დიდი ოცეულის” მინისტრების შეხვედრაზე გაუქმდა ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონიაც, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება.

რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Tass-ზე გავრცელდა სერგეი ლავროვის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ G7-ის მინისტრებს “არ ესმით თავაზიანობა და ეტიკეტის ნორმები”.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია