პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მოთხოვნით დღეს საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მოთხოვნით დღეს საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ასევე მოითხოვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის მონაწილეობაც, რომელმაც ამ საკითხზე მოხსენება უნდა მოამზადოს.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსული არმიის მიერ რამდენჯერმე დაიბომბა, მაგრამ რუსი ოკუპანტები ბრალდებას უარყოფენ და დაბომბვაში კიევს ადანაშაულებენ.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს! მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია