პოლიტიკა

ღარიბაშვილსა და წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ

ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და “ქართული ოცნების” და პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის 1 აპრილამდე დაენიშნათ.

შესაბამისი განკარგულებებით ირკვევა, რომ ეს პროცედურაა და დაცვის დანიშვნა ხელახლა მოხდა. ორივე პირი, სახელმწიფოს დასაცავ სიაში აქამდეც ჰყავდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით უნდა შეუნარჩუნდეთ.

ორივე შემთხვევაში დაცვა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს

საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია