პოლიტიკა

გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გეგმა შეიმუშავა

გიორგი გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა შეიმუშავა. პარტია ”საქართველოსთვის” გეგმაზე მუშაობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს. გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, გეგმა პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და მასზე მუშაობა დღესვე ერთობლივად უნდა დაიწყოს.

”ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური მოწყობის სისტემის აღდგენას, ნებისმიერი შემდეგი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, ძალაუფლების რეალურ დანაწილებას, ქმედით საპარლამენტო კონტროლს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რაც, საბოლოო ჯამში – გამორიცხავს ქვეყანაში შემდგომშიც ოლიგარქიულ მმართველობას“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

ასევე ნახეთ

„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ თვითმმართველობის არჩევნებში მოანწილეობა ოფიციალურად დაადასტურა

ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლაში, მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის – დანაშაულია ამ არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია