პოლიტიკა

გიგა ბოკერია – თავხედი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება

უსინდისო და თავხედი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება და ამხელს ზეწოლაში , – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას.

მისივე თქმით, ცდილობენ, „ამ ბოდვაში გვამყოფონ, თითქოს ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხე ამერიკასა და ევროპიდან მოდის“.

„ჩვენ ეს ნაგავი მთლიანად გვერდით უნდა გავწიოთ, არც უნდა მივაქციოთ საერთოდ ყურადღება. ამ ბოდვის სათავეში არის ივანიშვილი და ამ კაცის ეს საქციელი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, რადგან საკუთარი ძალაუფლებისთვის ის უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს, სადაც არის ჩვენი ადგილი და სადაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი და დაცული ქვეყანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია