პოლიტიკა

გიორგი გახარია – 2 წლის წინ, ჩვენ ვთქვით, რომ „ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ“. დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს

საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პარტიის დაფუძნებიდან 2 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს.

„დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან. დღეს, უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა. მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების” მაშინდელმა ბოსებმა – თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს „ჰიბრიდულ“ ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა.

დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა – ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი, ცდილობს მანიპულირებას. რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს!

2 წლის წინ, ჩვენ ვთქვით, რომ „ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ“. დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს. ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!”, – წერს გახარია.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია