პოლიტიკა

გიორგი გახარია – ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა

გიორგი გახარია გუშინდელი მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხმაურება.

„გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება.

ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.

ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება გახსენება.

არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელებს ან თანამდებობას, როგორც ახლა ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან. არც ბასიანის მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები. პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.

ახლაც ვიდგები ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება – ევროპის დედაქალაქებში, პარლამენტში, ქუჩაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე – სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის

მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის, – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია