პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

როგორც კალანდარიშვილმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას მის ხელთარსებულ ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის.

გარდა ამისა, კალანდარიშვილის თქმით, არჩევნების დღიდან დღემდე „არც ერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი“.

„პროკურატურას ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რომელიც გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი იქნება. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა თანამშრომელი იკითხება. ვფიქრობ, ეს გამოძიება გაგრძელდება და გამოიკითხებიან სხვა პირებიც, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებიან გამოძიების ეფექტიანად განხორციელებისთვის. გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას მათ შორის, ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან და მანიპულაციასთან დაკავშირებით გაისმა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ვერიფიცირებული და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც პოსტსაარჩევნო პერიოდში ვრცელდება.

დღეს არჩევნებიდან 26-ე დღეა და დღემდე არც ერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ [არჩევნების პერიოდში] სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი და რომელსაც შეეძლო, მოეხდინა რაიმე გავლენა შედეგებთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ასევე ნახეთ

ნიღბიან სამართალდამცავებს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ – გიორგი გახარია

როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაჰბრალდა და ცდილობენ დააბრალონ მშვიდობიან ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამდნენ თავის აზრს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია