პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას – 2008 წლის შემდეგ დავიჯერო არ გაგივლიათ ამ შენობის წინ? მაშინ არ შეგიმჩნევიათ ეს წარწერა?

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც საკრებულოს შენობაზე განთავსებულ აბრაზე, სამენოვან წარწერათა შორის არსებული რუსულენოვანი წარწერის არსებობა გააპროტესტეს.

“ნარატივი გაქვთ ასეთი – 2008-ში, ომის შემდეგ თქვენთვის რუსეთი არ იყო პრობლემა, რუსი ტურისტი არ იყო პრობლემა, ვიზები გააუქმეთ და ახლა გახდა პრობლემა?“

„შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი თქვენგანი მაღალ თანამდებობაზე არ იყო, შეიძლება პარტიაშიც არ იყავით, მაგრამ 2008 წლის შემდეგ დავიჯერო არ გაგივლიათ ამ შენობის წინ? მაშინ არ შეგიმჩნევიათ ეს წარწერა? პროტესტი არ გაგჩენიათ? დღეს რატომ აღელდით ასე, მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი? სად იყავით მაგალითად, 2010 წელს, მაინტერესებს? 2010 წლიდან 2023 წლამდე უკრაინაში ომს ელოდებოდით?“ – მიმართა გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს.

მან აღნიშნა, რომ სავალალოა მათი ეს პოლიტიკა, დღეს სჭირდებათ და ასე საუბრობენ და მაშინ არ სჭირდებოდათ და შესაბამისად, არც საუბრობდნენ ამაზე.

„თუ ამ საკითხის დაყენება გსურთ, საუბარი უნდა დაიწყოთ სხვანაირად, კერძოდ, უნდა თქვათ, რომ ეს აბრა ამ შენობაზე არის 2010 წლიდან, ჩვენ, ამდენი ხანი რომ არ გავაპროტესტეთ, ამისთვის ვიხდით ბოდიშს და დღეს გვინდა, რომ ეს საკითხი დავაყენოთ. ასე ამ საკითხის დაყენება მისაღებია, მაგრამ აღშფოთებული ტონით ამ თემაზე საუბრის უფლება თქვენ არ გაქვთ“, – მიმართა გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციას.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნინო წულაძემ საკრებულოს შენობაზე რუსულენოვანი წარწერა წაშალა და „რუსეთი ოკუპანტია“ დააწერა.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია