პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაა – რა ბრიუსელი ამ დროს? აი, იქ არის ბრიუსელი

არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაა – რა ბრიუსელი ამ დროს? აი, იქ არის ბრიუსელი – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორუმი, სადაც მთელი ევროპელი და დასავლელი ლიდერები იკრიბებიან, ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური წრეები, არამედ ბიზნესწრეები და ეძებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს. როცა ივანიშვილის პარტია ამას ბოიკოტს უცხადებს, პირდაპირ ნიშნავს, რომ იცავს პირდაპირ ივანიშვილის ინტერესებს და არ იცავს ხალხის ინტერესებს. არა მხოლოდ პოლიტიკური შეკრებები, სადაც პირდაპირ განიხილებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი, არამედ რატომ არ დაელაპარაკნენ იმ ინვესტორებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ტერიტორია და ჩვენს რეგიონში ეძებენ ალტერნატიულ ადგილებს, სადაც შეიძლება, თავიანთი საწარმოები და ოფისები გადაიტანონ. აი, ამიტომ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში და ამიტომ ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში, რადგან მათ არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმ დროს ჩავიდა, როდესაც ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია.

„არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაა, ხალხო. ყველა მაღალი რანგის ადამიანი წარმოდგენილია მიუნხენის კონფერენციაზე. ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ პოლიტიკური წრეები და ქვეყნების ლიდერები, არამედ წარმოდგენილია აბსოლუტურად ​ყველა მსხვილი კომპანია, რომელიც საინვესტიციო ბაზარს ეძებს. რა ბრიუსელი ამ დროს? აი, იქ არის ბრიუსელი. ჩათვალეთ, მიუნხენშია ბრიუსელი და იქ არიან ადამიანები. როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს არ იცავ, ნიშნავს, რომ არ გაინტერესებს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება. ბრიუსელში რომ ჩავიდა და ყველა ევროპელი ლიდერი რომ მიუნხენშია, ანუ რას ნიშნავს, რომ საერთოდ არავისთან შეხვედრა არ გინდა. აი, ეს არის პრობლემა. ამაშია ჩვენსა და მათ შორის განსხვავება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია