პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – ბოლომდე გაშიშვლებულმა პრორუსულმა „ოცნებამ“ რუსული ძალადობის მანქანა აამუშავა და ამ წუთებში თავს დაესხა ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბორჯომში, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ვაშაძე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ ბორჯომში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება.

„ბოლომდე გაშიშვლებულმა პრორუსულმა „ოცნებამ“ რუსული ძალადობის მანქანა აამუშავა და ამ წუთებში თავს დაესხა ბორჯომში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ახალგაზრდულ ბანაკს, სადაც ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს დეოკუპაციის საკითხებს განხილავდნენ. ძალადობრივი ჯგუფი ემუქრება ბანაკში მყოფ ბავშვებს. გარდა ამისა, დღეს დილით, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ მოახდინეთ ბორჯომში მობილიზება და უზრუნველყავით იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოება!

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, კობახიძეს და ღარიბაშვილს, საქართველოს ვერ გადააქცევთ რუსეთად, ხელი აიღეთ ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაზე! ხელები შორს ახალგაზრდების და საქართველოს მომავლისგან“, – აცხადებს ვაშაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე ნახეთ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია