პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს დანიშნული, რომელიც გარანტირებულად დამთავრდება „ქართული ოცნების“ კრახით, მერწმუნეთ, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივიღებდით

დღეს რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდება და მერწმუნეთ, წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მოვიღებდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები იქნება მაშინ, როცა ამაზე საზოგადოებრივი კონსენსუსი იქნება, ისევე როგორც მაგალითად, ე.წ. აგენტების კანონის არ მიღებასთან დაკავშირებით იყო.

„დღეს რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები იყოს დანიშნული, რომელიც გარანტირებულად დამთავრდება „ქართული ოცნების” კრახით, მერწმუნეთ, წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით. 100%-იან გარანტიას გაძლევთ, იმიტომ, რომ მოვიდოდნენ დემოკრატიული ძალები, რომლებიც ორ კვირაში გაატარებდნენ ყველა რეფორმას, რომელიც საჭიროა, დავალაგებდით ურთიერთობას უკრაინასთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და დეკემბერში საქართველოს ექნებოდა კანდიდატის სტატუსი და შევიტანდით განაცხადს ნატოში წევრობაზე,” – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია