პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით – განაცხადა “სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 29 აპრილს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ სახალხო შეკრების შეფასებისას.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნების” წევრებს ეშინიათ და სუსტები არიან”.

“ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს. მთავარი კითხვაა, ვის უტარებს აქცია? მივმართავ კობახიძეს, ივანიშვილს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? საქართველო ევროკავშირს ზურგს არასდროს შეაქცევს. რაც არ უნდა ძალით და ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ. ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი. გეშინიათ, სუსტები ხართ. იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე.

მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. ვინც არ უნდა მოგთხოვონ სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა, არ დაწეროთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტში მყოფ დეპუტატებს იმ ადამიანების “ეშინიათ”, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

„ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა იგეგმება. პარლამენტში მყოფ დეპუტატებს ძალიან ეშინიათ გარეთ შეკრებილი ადამიანების და ფაქტობრივად, კონტრაქციას აწყობენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ბუნებრივად, ყოველგვარი “მარშრუტკებით” მოყვანის გარეშე, პროტესტს მართავენ. ეს არის რეალური შიში. ვაი, იმ ხელისუფლებას, რომელიც კონტრაქციას უწყობს საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია