პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ უნდა, მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადგილები გაყალბებისთვის დაიტოვოს

არჩევნებზე ელექტრონული სისტემის დანერგვას ჩვენ ვითხოვდით, თუმცა არა 70 პროცენტში, არამედ 100 პროცენტში. „ქართულ ოცნებას“ უნდა, მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადგილები გაყალბებისთვის დაიტოვოს. ირაკლი კობახიძე ამ ინიციატივით რეალურად ამიტომ გამოვიდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა მიუღებელია.

„ორ-სამ წელიწადში საარჩევნო უბნების 100 პროცენტით აღჭურვას ვერ შევძლებთო. რას დავფარავო? – სადაც არჩევნების გაყალბების რესურსი ნაკლებად ჰქონდათ. სადაც ყველაზე მეტად აყალბებდნენ, იმ უბნებს ისე იტოვებენ, როგორც არის. ამ თაღლითობაზე ვამბობ, რომ ელექტრონული სისტემა ასევე პროცენტში უნდა იყოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, ის არის ჩვეულებრივი მატყუარა და თაღლითი. ამ თაღლითობაში მათ არ გავყვებით. ირაკლი კობახიძეს ვეუბნები, საარჩევნო უბნების არა 70, არამედ 100 პროცენტი აღჭურვოს. ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნინოწმინდაზე რომ მეტყვის, რაიონული ცენტრი არ არის და აპარატურას არ აყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა, ნინოწმინდაში არჩევნები გააყალბოს. გოგაშვილის ფაილებში ხომ ნახეთ, 2018 წლის არჩევნებში რითი გაძვრნენ? – ნინოწმინდითახალქალაქითგარდაბნითდმანისით, აჭარის მაღალმთიანით, სადაც არჩევნები უბრალოდ კი არ გააყალბეს, ტოტალურად გააყალბეს და ოქმები გადაწერეს. ჯერ პატარა რაიონები დაფაროს და შემდეგ – თბილისი, რადგან დედაქალაქში გაყალბების მექანიზმი უფრო ნაკლებია, ვიდრე ნინოწმინდაში. კობახიძე ნინოწმინდის ხმებით ყველა არჩევნებში გვიბალანსებს და ამ თაღლითობას ვერ მიიღებს და ვერავინ გაუპრავებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე ნახეთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა – ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა

გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და …