პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ საქართველოს ინტერესებს ისე რომ იცავდეს, როგორც იცავს რუსულ ინტერესებს, ჩვენი საქმე მართლა კარგად იქნებოდა

„ქართული ოცნება“ საქართველოს ინტერესებს ისე რომ იცავდეს, როგორც იცავს რუსულ ინტერესებს, ჩვენი საქმე მართლა კარგად იქნებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სპეცსამსახურების უკან ლაჩრულად იმალებიან და უნდათ, კომიტეტის სხდომა ჩაატარონ. საკომიტეტო დარბაზში ის ადამიანები შეიყვანეს, ვინც მათ სურთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხს მათი მოღალატეობრივი სახე ვაჩვენოთ, რადგან სიმართლე გაიმარჯვებს – არიან სუსტები და არაფრის მაქნისები.

საქართველოდან რუსულ ძალებს მალე გავისტუმრებთ. მთავარი რუსული ძალა „ქართული ოცნებაა“. რუსეთი ჩვენი მტერია და როცა ხელისუფლება მტრის ინტერესებს ატარებს, შინაარსით განხილვას არანაირი აზრი არ აქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, დაარღვევს თუ არა ბოიკოტის რეჟიმს და დაესწრება თუ არა ხვალინდელ პლენარულ სხდომას, ვაშაძე პასუხობს – „დღეს დღევანდელი დღეა, ხვალინდელს დაელოდეთ“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობს.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია