პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, ეს ძარცვის უფლება შეინარჩუნონ და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად

კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, მათთვის მიუღებელია. უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, ეს ძარცვის უფლება შეინარჩუნონ და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს მოკლას მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ირაკლი კობახიძემ პირდაპირი აღიარებითი ჩვენება მოგვცა. თურმე, რატომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რა აღელვებს კობახიძეს, ივანიშვილს და მის დაჯგუფებას, ამ კითხვებზე პასუხი გვითხრა კობახიძემ. მათ აწუხებთ ის, რომ კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, მათთვის მიუღებელია. უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, ეს ძარცვის უფლება შეინარჩუნონ და ახლა, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდათ რომ აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდათ რომ დააფინანსონ, რათა ისინი აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. როგორც პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო თუ სამართალდამცავი ორგანიზაციები აფარებენ ხელს მათ კორუფციულ ძარცვის სქემებს, ისე დააფაროს მათ მიერ შექმნილმა სამთავრობო ორგანიზაციებმა – „არასამთავრობო ორგანიზაციების“ სახელით მათ კორუფციულ სქემებს. ზუსტად ეს არის რატომაც ვერ ვიღებთ 14 მილიარდ ევროს ევროკავშირისგან. 14 მილიარდ ევროს საქართველო მიიღებს ევროკავშირისგან, თუ არსებობს გარანტია, რომ ამ 14 მილიარდ ევროს ვინმე არ მიითვისებს. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ამის გარანტი, მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტიც. კობახიძე ამბობს, ჭირსაც წაუღია 14 მილიარდი ევრო, მთავარია ჩვენმა, ივანიშვილის გარემოცვამ ძარცვოს ეს ქვეყანა. უნდათ, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, ვითომ არასამთავრობოები დაარქვას, ბიუჯეტიდან დააფინანსოს, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა. გაგაღარიბონ თქვენ და თვითონ გამდიდრდნენ. ეს აღიარებითი ჩვენება მოგვცა კობახიძემ. როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არასამთავრობოები იყვნენ?! ამას ებრძვის „ქართული ოცნება“. უნდათ, ძარცვის უფლება შეინარჩუნონ. მოკლან დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახით მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ უკონტროლებენ ხარჯებს, ტენდერებს“, -აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე ნახეთ

ნიღბიან სამართალდამცავებს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ – გიორგი გახარია

როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაჰბრალდა და ცდილობენ დააბრალონ მშვიდობიან ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამდნენ თავის აზრს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია