პოლიტიკა

„გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იწყებენ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“

„მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“, ამ სახელწოდებით დღეიდან კამპანიას იწყებს სამი ოპოზიციური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიების ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით 24 თებერვლის აქციის საინიციატივო ჯგუფის მორიგი ნაბიჯია ხელმოწერების შეგროვება. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, ჩაერთონ აღნიშნულ ინიციატივაში.

„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ახლა ისტორიულ მომენტია.

„წლის ბოლოს მორიგ გადაწყვეტილებას ველოდებით და იმის გათვალისწინებით, როგორც იქცევიან სტატუსის მიღების შანსი ნაკლებია. ხელისუფლების გვერდის ავლით ხმა უნდა მივაწვდინოთ დასავლეთს. ეს არაა პარტიული ინიციატივა და ამაში ჩაერთვება სამოქალაქო სექტორი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით.

„24 თებერვალს ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარულები ვართ, ასევე მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო. ამის ფონზე „ქართული ოცნება “არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებად მითითებულია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. არათუ არ ასრულებს რეფორმების 12-პუნქტიან გეგმას, არამედ აინიცირებს რუსულ კანონპროექტს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ერთადერთი გზა არის, რომ საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. დავიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე. ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში, ბრიუსელში. ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის, ყველას აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის, ნატო-ს წევრობას, საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით და ვერცერთი ხელისუფლება, ვერანაირი პოლიტიკური დაჯგუფება, რაც არ უნდა მიბმული იყოს რუსეთთან, ვერ გადაგვაფიქრებინებს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია