პოლიტიკა

გიული ალასანია სააკაშვილზე – ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს, იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?

რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.“

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინაც იტყვიან, რომ „როლს თამაშობს?!“.

„მოვისმინე და მართალი გითხრათ გაკვირვებული დავრჩი. ესე იგი ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის თურმე დიდი მსახიობია, რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!

ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?! სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვიყავით, ერთი ნაკაწრი არავის არ ჰქონია, რა სისხლის ღვრაზეა ლაპარაკი?“, – განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ მიხეილ „სააკაშვილი კარგი მსახიობია“.

“ის მკურნალობს კერძო კლინიკაში 8 თვეზე მეტია უკვე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კლინიკიდან, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა, საქართველოში ჩამოიყვანონ, ესაა ჩემი პასუხი. ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია რომელიც სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა მისმა ოჯახმა აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, „ფეისბუქზე“, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას. არავინ დგას კანონის ზემოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყოფილი პარლამენტარის ცემით და სხვების გათვალისწინებით”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ

ანა ნაცვლიშვლიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ მისი მიტაცება მოხდა

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 73 საოლქო კომისიაში შეიტანეს საჩივარი მოთხოვნით, რომ ვერიფიკაციის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია